საქართველო კახი კავსაძეს დაემშვიდობა


ლეგენდარული კახი კავსაძე საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა. საქართველოს სახალხო არტისტი რუსთაველის თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ რუსთაველის თეატრში ჩატარდა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან