საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა
თურქული მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც გამოცემა „ანადოლუ“ იუწყება, ნიკოს დენდიასს მისი თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. თურქეთს საბერძნეთის მთავრობამ 80 ტონა სამედიცინო და პირველადი დახმარების ნივთები უკვე გაუგზავნა. დღესვე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ტრანსპორტი თურქეთში სომხეთიდან ჩავიდა. სატვირთო მანქანებმა ტვირთი ალიკანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, სტიქიის ზონაში ჩაიტანეს. Reuters-ის ცნობით, მტრულად განწყობილ ორ ქვეყანას შორის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთის ცნობით, ბერძენმა მესაზღვრეებმა მიგრანტებს ცეცხლი გა...
ახალი ამბები
უთანხმოება ენერგეტიკული რესურსების გარშემო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიან ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საბერძნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის 6 თვიანი პერიოდი დასრულდა
TV IMEDI