საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა


თურქული მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც გამოცემა „ანადოლუ“ იუწყება, ნიკოს დენდიასს მისი თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. თურქეთს საბერძნეთის მთავრობამ 80 ტონა სამედიცინო და პირველადი დახმარების ნივთები უკვე გაუგზავნა. დღესვე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ტრანსპორტი თურქეთში სომხეთიდან ჩავიდა. სატვირთო მანქანებმა ტვირთი ალიკანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, სტიქიის ზონაში ჩაიტანეს. Reuters-ის ცნობით, მტრულად განწყობილ ორ ქვეყანას შორის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან