ქართული კლუბების ნაწილმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტა

23.06.2019 00:44

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მატჩებში ქართული კლუბების ნაწილმა რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ქუთაისის „ტორპედო“, ბოლნისის „სიონის“ მატჩის დაწყებისას მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

ასეთივე მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“. ამ ფორმით გამოხატული პროტესტი უყურადღებოდ არ დატოვა რუსულმა მედიამ. სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებმა ქართული კლუბების ამ ქმედების შესახებ დაწერეს. ერთ-ერთმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფა-ს ქართული კლუბების დასჯაც მოსთხოვა: „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავსი საქციელის გამო", – წერს ლებედევი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub