მზადება ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის


ხვალ, 25 აგვისტოს, იაპონიაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც 149 ქვეყნის 860 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ტოკიოში 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში არიან ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები.

ნაკრების ლიდერი გურამ თუშიშვილი ტოკიოში ჩემპიონის სტატუსის დაცვას შეეცდება. კარიერის მთავარი ტიტული გურამმა ბაქოში 2018 წელს მოიპოვა, სადაც მან ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს დელეგაცია იაპონიაშია და წარმატებით გამოსვლას იმედოვნებს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან