დაბალი ბარიერი - მმართველი გუნდის შეთავაზება

მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის დეპოლარიზების გზა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევაზე გადის, თუმცა ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილების დროზე ვერ თანხმდებიან. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი, საარჩევნო ბარიერის დაწევას კანდიდატის სტატუსის გარკვევამდე ითხოვს იმისთვის, რომ დეპოლარიზაციის პროცესში სახელისუფლებო პარტიამ მათი ნდობა დაიმსახუროს. მმართველი გუნდის პოზიცია კი უცვლელია: კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ იქნება მიღებული და მათი თქმით, პოლარიზაციას სწორედ ეს პროცესი შეამცირებს. რა შანსები აქვთ მცირე პარტიებს დაბალი ბარიერის პირობებში და საბოლოოდ, მიიღებენ თუ არა მმართველი გუნდის შეთავაზებას - ნათია ქენქაძე დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები