უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

17.02.2019 07:13

რუსეთი როგორც საფრთხე, არა მხოლოდ საქართველო-უკრაინისთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისათვის, - ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ ქმედებებზე მამუკა ბახტაძემ მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანებისკენ, რაც პრემიერის განმარტებით, მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის.

აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება. თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და ეუთო-ს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ქეთი ქარდავა აშუქებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania