გაიოზ კანდელაკი - 70 - თბილისის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი

06.07.2015 01:12

4 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისის „ბიგ-ბენდის“ დამაარსებელს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს გაიოზ კანდელაკს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. გაიოზ კანდელაკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ივენთ ჰოლში „ბიგ-ბენდის“ სოლისტებმა - მაია ბარათაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ალეკო ბერძენიშვილმა, ბორის ბედიამ, თაკო გაჩეჩილაძემ და ზაურ შავგულიძემ კონცერტი გამართეს. შესრულდა უცხოური და ქართული ჰიტები. გაიოზ კანდელაკი 1945 წელს დაიბადა; დაამთავრა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტი; არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, აგრეთვე, საქართველოში პირველი ჯაზკლუბის დამაარსებელი. სხვადასხვა წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის, მეტეხის თეატრის, ''მელოდიის'', ფილარმონიისა და კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. 1996 წელს დააარსა თბილისის ბიგ-ბენდი და დღემდე მისი პროდიუსერია. გაიოზ კანდელაკის ძალისხმევით 1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი სწორედ თბილისში გაიმართა. მოგვიანებით, პირველი როკ-ფესტივალის ორგანიზატორიც გაიოზ კანდელაკი გახლდათ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: