ანრი ოხანაშვილის განცხადება

21.02.2022 01:43

შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ეუთო-ოდირის 18 თებერვლის დასკვნას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია იმ კითხვების შინაარსი, რითიც სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო-ოდირს მიმართა. მათი თქმით, ორგანიზაციასთან მიმართვამდე სახალხო დამცველს პარლამენტთან კონსულტაციის გამართვა არ უცდია. მმართველი გუნდი ითხოვს, ომბუდსმენმა გაასაჯაროვოს ეუთო-ოდირთან გაგზავნილი წერილი, რათა ცხადი გახდეს, მიაწოდა თუ არა აპარატმა ორგანიზაციას ზუსტი ინფორმაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: