შსს-ს განცხადება


რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადება იმ ონფორმაციას ეხება, რომლის თანახმადაც, რუსეთმა სახელმწიფო საზღვარი თუშეთში რამდენიმე კილომეტრით გადმოწია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევა სოფელ დიკლოსთან მოხდა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ზამთრის შემდეგ ქართული საგუშაგოები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და ქართველი მესაზღვრეები პოსტებამდე აღარ მიუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას -  ნათქვამია განცხადებაში.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან