ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია
ვაშინგტონში ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია იწყება. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი მეუღლეებთან ერთად წმინდა მათეს ეკლესიაში მსახურებას ესწრებიან, რის შემდეგაც მომავალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც ადგილობრივი დროით ზუსტად 12 საათზე, დადებენ ფიცს და სიტყვით მიმართავენ მოქალაქეებს. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონთან, ჯორჯ ბუშთან და ბარაქ ობამასთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. მოგვიანებით კი, უკვე ოვალურ კაბინეტში, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში ხელს მოაწერს პირველ განკარგულებებს. დღის მიწურულს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ლურჯი ოთახის აივანზე გამოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 25 ათასი ჯარისკაცი და 13 ათასი სამართალდამცველი, ისევე როგორც ფედერალური ბიუროს თანამშრომლები და კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახური. 6 იანვარს კონგრესის შენობაში შტურმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის 50-ვე შტატშია გამკაცრებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა ინაუგურაციების ქრონიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრამპის მოწინააღმდეგეებმა ვაშინგტონში ვიტრინები დალეწეს
რადიო თავისუფლება
0
პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster