პარტია „ქართული მარშის“ წევრები „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მიზეზი, მათი განმარტებით ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა და ცილისმწამებლური განცხადებებია. სანდრო ბრეგაძე მამუკა ხაზარაძესა და გიგა ბოკერიას მარნეულის რაიონში სეპარატისტული ტენდენციების მქონე ჯგუფების შექმნის მცდელობასა და მათ დაფინანსებაში სდებს ბრალს. ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართულ აქციასთან დაკავშირებით, „ლელოს წევრები მათ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც აღნიშნულ აქციაზე „ქართული მარშის“ წევრები საერთოდ არ იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ განცხადებებს პოლიტიკურ უგუნურებად აფასებენ „ლელოში“ და ამბობენ, რომ მსგავსი ბრალდებების გამო, სასამართლოს წინაშე პასუხს თავად „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აგებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პარტია „ლელოს“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს მოთხოვნით, გამოკითხონ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რომლებიც მათი თქმით, მარნეულში რასობრივ დისკრიმინაციას უწყობენ ხელს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.