ვამზადებთ ღომს, ხარჩოს და ფუჩხოლიას ნინა ზარქუასთან ერთად

08.03.2021 11:59

ინგრედიენტები: - ხარჩოს ინგრედიენტები: 1,5კგ ხბოს რბილი ხორცი უმჯობესია არტალა, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ძვლებს ვაცლით. მოხარშვის დროს ვამატებთ 3 ფოთოლ დაფნას 2 თავ ხახვს, 4 კბილ ნიორს. ვხარშავთ მინიმუმ 2 საათი. - 400გრ ნიგოზი 4-5 კბილი ნიორი 2 -3 სუფრის კოვზი ტომატ პასტა კარამელიზირებული, შემწვარი 2 თავი ხავი 5-6 ჩაის კოვზი ხარჩოს სუნელი 150 გრ ცოცხალი ქინძი მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა გემოვნებით. - ფუჩხოლია: 150 გრ პიტნის მხოლოდ ფოთლები 2 კბილი ნიორი ცოტა დაღერღილი წითელი წიწაკა, მარილი 500 გრ ჭყინტი უმარილო ყველი - ღომი: 1 კგ კარგად გარეცხილ ღერღილს დავასხათ 2 ლიტრამდე ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 1 საათი შემდეგ ჩავაყაროთ 250 გრ. კარგად გაცრილი სიმინდის ფქვილი, კარგად ჩავზილოთ და გავაჩეროთ კიდევ 15 წთ თუ ძალიან გაგისქელდათ დაასხით ადუღებული წყალი. ✏️ სოციალური ქსელები: Instagram: @dalichita1 Facebook: https://www.facebook.com/Dalichita1 ✉️ კონტაქტი: [email protected]

გაზიარება: