საკრებულოს და „ახალგაზრდულ ფრთას" შორის მემორანდუმი გაფორმდა


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და „ახალგაზრდული ფრთის\" წარმომადგენლებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები საკრებულოსთან აქტიურად ითანამშრომლებენ და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის პროექტებში და საინფორმაციო კვლევებში. ასევე იგეგმება საკრებულოს სხდომებზე დასწრებაც.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მომავალი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების აღზრდას და მოქალაქეების გააქტიურებას, როგორც საარჩევნო პროცესებში, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oqi3Nu

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან