ვითარება უკრაინაში
რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს გუშინ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებისთვის, რომელსაც რუსული თავდასხმების გასანეიტრალებლად იყენებენ. ორშაბათს შავი ზღვის ფლოტიდან და ავიაციის საშუალებით განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის დროს, რუსეთმა 70-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, 60-ზე მეტი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მოიგერია. განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა. გავრცელებული ცნობით, ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. აფეთქებების ხმა გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და დასახლებები, მათ შორის ოდესაც დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. კიევის მოსახლეობა კი თავს მეტროსადგურებს აფარებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში, უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება, რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა გამოიყენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster