ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქთან წყვილი მშობლებთან და მეჯვარეებთან ერთად იმყოფებოდა. ილია მეორე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობა.

მისივე თქმით, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან