ეთნიკური უმცირესობების უფლებები, Ethnic minorities rights, with english titles
ეთნიკური უმცირესობების უფლებები, თათია კაჭარავა (სოციალური სამართლიანობის ცენტრი) Ethnic minorities rights, Tatia Kacharava (Social Justice Center). ამა წლის 2 მაისს, "კოალიცია თანასწორობისთვის" "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის" პრეზენტაციას გამართა. გთავაზობთ ნაწყვეტს პრეზენტაციიდან, რომელშიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე თათია კაჭარავა საუბრობს (სოციალური სამართლიანობის ცენტრი). „კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა და თერთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო, „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. 2015 წელს, ახლადდაფუძნებულმა “კოალიციამ თანასწორობისთვის” და საქართველოს სახალხო დამცველმა ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს." კოალიცია თანასწორობისთვის" ყოველწლიურად შეისწავლის ქვეყანაში ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობას. წინამდებარე ანგარიში ამ ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვის მხრივ გასულ წელს არსებული მდგომარეობაა მოცემული. გაიგე მეტი "კოალიცია თანასწორობისთვის" შესახებ: http://equalitycoalition.ge/ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია იხ. ბმულზე: http://equalitycoalition.ge/article/9...
The Coalition for Equality-ის სხვა ვიდეოები
ბაია პატარაიას ლექცია "დისკრიმინაციის აკრძალვა ქარ...
40:10
მაკო ღავთაძის ლექცია "რწმენისა და რელიგიის ნიშნით...
02:46
რა არის დისკრიმინაცია?
07:56
ნათია გამხიტაშვილი CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიშის...
01:42
რას საქმიანობს "კოალიცია თანასწორობისთვის"?
38:32
ანა აბაშიძის ლექცია "ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია"
23:47
ბაია პატარაიას ლექცია "გენდერული ნიშნით დისკრიმინა...
33:21
გიორგი მშვენიერაძის ლექცია "ეთნიკური ნიშნით დისკრი...
მსგავსი ვიდეოები
თანაბარი უფლებები / Equal rights
რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები საქართველოში
Trialeti TV
"ჩვენი საქართველო" 31.03.17 ქალების რელიგიური და ეთნიკური უმ...
Georgian Public Radio
"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...
The Coalition for Equality
მუსლიმი ქალების ყოფა - სირთულეები და დაბრკოლებები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია მართლმსაჯულების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster