„ასოცირებული ტრიო“ - შეხვედრები ბრიუსელში


საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ასოცირებული ტრიო ბრიუსელშია შეკრებილი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის პრემიერები ევროკავშირის ლიდერებს ხვდებიან. დღის წესრიგის მთავარი თემა ორ კვირაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია. ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას იმ პრიორიტეტებს და საკითხებს აცნობენ, რომელთა ასახვას დეკემბრის სამიტის შემდეგ მისაღებ დეკლარაციაში ელოდებიან. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან მაღალი დონის შეხვედრების პარალელურად, ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, სადაც პროგრამის მომავალზე და მათ შორის, საქართველოზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. 

„მოამბე“ ბრიუსელიდან, - ანა ბროლაძე აშუქებს ასოცირებული ტრიოს შეხვედრებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან