კარლ ჰარცელმა გურიაში საწარმო „რადო“ დაათვალიერა

13.10.2019 01:16

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში ვიზიტს განაგრძობს. მან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური საწარმო „რადო“ დაათვალიერა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულის მიერ არის დაფუძნებული. აღნიშნული საწარმო ცემენტისა და ბეტონის ფილებს ამზადებს. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გურია ერთ-ერთია იმ ოთხი პრიორიტეტული რეგიონიდან, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის, რეგიონულ განვითარებასა და განათლებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამებით ისარგებლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: