ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი სტარტს BTU-ში იღებს.

14.12.2022 04:12

ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი სტარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იღებს. კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის - პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, Front-end-ისა და Back-End დეველოპმენტის, UI/UX და გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვნანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/t6L1pffj6Snh9x836

გაზიარება: