ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილეს ულოცავს

28.03.2018 00:35

„მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივად დაიწყებს მუშაობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. 28.03.2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო