30

10/20/2024

• საქართველო-უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე - 2024/2025 წლის სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი პოლონეთის ქალაქ პოზნანში, გუნდების შემადგენლობა და გულშემატკივართა მოლოდინი
• ბუნდესტაგში გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ითხოვს, ირაკლი კობახიძე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს და გადაწყვეტილებას უკიდურესად უსამართლოს უწოდებს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადებას კი ქართული ოპოზიციის გარდაუვალი მარცხის გამო აქცენტის პოსტსაარჩევნო პროცესებზე გადატანის მცდელობას უკავშირებს - დასავლეთის გზავნილები და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
• პროკურატურის მტკიცებით, გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობის საქმე მიხეილ სააკაშვილთან მიდის - გამოძიების ვერსიას დაზარალებული უნდობლობას უცხადებს; საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები, მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულის ჩვენება და მხარეთა პოზიციები
• გასული საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდაში - 16 გარდაცვლილი, მოსახლეობის ევაკუაცია, განადგურებული ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სამ მილიონზე მეტი ადამიანი; სტიქიის შედეგები და შემაშფოთებელი პროგნოზები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.