უეფა-მ „ევრო 2020“ ერთი წლით გადადო


კორონავირუსის გამო, ევროპის ჩემპიონატის თარიღი იცვლება. „ევრო-2020“ ერთი წლით გადაიდო და 2020 წლის ივნის-ივლისის ნაცვლად, 2021 წელს ჩატარდება. უეფა-ს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად ცვლის ჩემპიონატამდე დაგეგმილი ნახევარფინალების განრიგსაც. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები, რომელსაც ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეიოფში უნდა ეთამაშა, 26 მარტს დინამო-სტადიონზე ბელორუსის ნაკრებს აღარ შეხვდება.

მატჩი, რომლის ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, სავარაუდოდ, ივნისისთვის გადაიდო. თუმცა, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, შესაძლოა, თარიღი კიდევ შეიცვალოს.

ლევან ღუდუშაური გვეტყვის, რა რეალობის წინაშეა „კოვიდ 19“-ის გამო ფეხბურთის სამყარო?​

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან