FuLA - რამეს აზრი აქ?! (Lyrics)

10/14/2019
Lyrics Recordz-ის მიერ

Info:
Artist: Fula Calypse
Original Music:    • FuLA - რამეს აზრი აქ`?!  
Programs: Photoshop, Sony Vegas

Lyrics:

ოქროს ფრით არეკლილ მზის,
ოქტომბრის ქარები ქრის.
მოვრბოდი მთლად სველი, ძლივს,
მოვგროვდი რამდენი წლის..

მე მგონი აქ ვერ ისმის,
მეც თავი წამებისთვის
დამენანა და მაინც ვცადე
და ნეტა ვცდარე რისთვის...

წარსულის კადრებში სულ თოვდა,
მაგრამ ცუდად არაფერი არ მახსენდება,
ძალა და იმედი სულ მქონდა,
ხვალ კი უკეთესი დილა გამითენდება...

თუ ხვალინდელ დღესაც უაზროდ დააღამებ...
რამეს აზრი აქ`?! რამეს აზრი აქ'?! (2×)

აქ ყველა ტაეპმა თავად მიპოვა, იკაიფე, რაზე ვიკაიფე,
სიჩუმემ ნერვები გადამიწონა, - ვარ ნერვების გარეშე, გაიგე?!
შენთან შედარებით არ მივდივარ არსად, თუ მივდივარ სულ არსაით - მე ..
მისამართი მომწერე და იქვე გავჩნდები, - ეჭვები გაიქრე!

სხვას ვერაფერს ვიზამ მე...
დაგეგმე ეს დღე! - ვის ანდე?..
მელოდე სანამ ვიზამდე
რამეს, სიზმრიდან სიზმრმდე..
ღამეა დილის შვიდამდე;
დილაა ღამის ექვსიდან;
მე მინდა არავის ვგავდე...
იყოს ისე, როგორც მე მინდა...

თუ ვინმე ფაქტებს დადებს, რომ ეს ჯანმრთელი სამყაროა...
იქნებ მეც ვეყო ამდენ დარდებს, გონს მოვიდე სანამ დროა..
იქნებ ამ არეულიბის ფონზე, სულ შემთხვევით, დამათოვა ..
აღარ ვარ დამოკიდებული დროზე, მოსვი წყალი - ის აღარ მოვა..

თუ ხვალინდელ დღესაც უაზროდ დააღამებ...
რამეს აზრი აქ`?! რამეს აზრი აქ'?! (4×)