FuLA - Fu LA LA LA (Lyrics)

09/22/2019
Lyrics Recordz-ის მიერ

Info:
Artist: Fula Calypse
Original Music:    • FuLA - Fu LA LA LA  
Programs: Photoshop, Sony Vegas

Lyrics:

ვცხოვრობ დღევანდელი დღით, მე ხვალ არ ვიცი რა მელის..
შვილი ვარ ამ ბუნების, ამ მიწის, ამ ცისარტყელის..
მაქვს იმედი დაბრუნების, მოტანის ჩემი სათქმელის...
არ გქონდეს იმედი რომ ოდესმე მნახავ გაფრენილს..

სხვა შთაბეჭდილების ქვეშ... სულ სხვა შთაბეჭდილებით ვარ..
მოვიმკი იმას, რასაც დავთეს, მოსული ნახე ვინებით ვარ..
თვალები გახელილებით ვარ...
გახეხილი ხილებით ვარ...
გახვრეტილი ქილებით ვარ..
ფოიერბახში ნახე ვინ ვარ..

ვიღაც წავიდა წინ, ვიღაც უკან, ანუ ყველა წავიდა წრეზე..
საშიშია თუ მოხვდა რუკა, სადმე აბორიგენის ველზე..
შენ ისევ ცხოვრობ უკან, თუ თავისუფლებას ცვლი ყველზე...
უსათაურო ძუკნა ხარ, გთხოვ, ნუ მეკიდები ყელზე...

შენ ფიქრობ ვამბობ ერთზე, არა და მე ვგულისხმობ ბევრს...
იმდენად ბევრს, რომ შენც იღებ შენზე და თან ეკითხები სხვებს..
მე გეუბნები იმას, რაც არ გიხდება, შენ მაინც ჯიუტად იხდენ..
მე შენსკენ ვარ, შენ კი ეშმაკებისკენ, ამას როგორ ვერ უნდა მიხვდე..

მიდი, დათვალე შენი როლები, გაიგე გყავს რამდენი \"მე\"!
არა, რა გაორება, დამიჯერე, კი ბატონო, დიახ, ხარ რამდენიმე..
არა, რა \"კოქსი\", ერთი ჭიქა კაპუჩინო \"ხიე\", და მაინც გარბენინე..
ნუ ხარ ტოქსიკური, ხელში მიჭირავს ჩაქუჩი და არ მინდა გარტყმევინო (თავი)..

თავს ვერ შეაფარებ ჩემს ჭერს, თუ არ ელოდები შენს ჯერს..
ღმერთი მაბარებს გეგმებს, და ტყვიებს უგზავნის ჩემს მტრებს..
ნუ მოძებნი ჩემს შემცვლელს, შენამდეც ცადეს და ვერ შეძლეს..
შენც მაშინ გადაყრი შენს \"კრეკს\", თუ კარგად მოუსმენ ჩემს ტრეკს..

ღამე თუ ჯიბეში გედო, მაშინ არ გათენდეს..
თარეშში ხარ თუ უიმედოდ, არ შეგაშენდეს!
ჯობს სხვისთვისაც გაიმეტო, ანუ სხვაც გაგახსენდეს..
მორიგი სიგნალი გეტოდან რომ გადასცემდეს..

რად გინდა ფართო მასა, მიხედე გართობას მანდ!
ჩამირთე Addi, შენ გადი, დავრჩებით მე და BadMan!
მმ... ვინ დგას იქ კართან?.. ყველაფერს ელოდე ჩემგან, თუმცა სანდო ვარ თან..

Fu la la la.. - ისევ შევძელი, შენი, გაფერადება დღის..
Fu la la la... - ეს სურვილია და მცდელობა გარღვევის, ამ წრის!..


Fu la la la.. - ისევ შევძელი, შენი, გაფერადება დღის..
Fu la la la... - ეს სურვილია და მცდელობა გარღვევის, ამ წრის!..