ახალი სასტუმრო კომპლექსი
წინანდალში “რედისონ ქოლექშენის" ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა. შენობა აერთიანებს 141 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურული რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზს და ფიტნეს კლუბს. წინანდლის განახლებული კომპლექსი მოიცავს 1200-ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანასა და აღდგენილ ვენახებს. პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. ჯამური ღირებულებაა 35 მლნ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ დოლარს შეადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დღესვე ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი სასტუმრო შუამთაში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ახალი სასტუმრო ანაკლიაში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ახალი სასტუმროს მშენებლობა ბათუმში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
40 მილიონიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შატო მერე" ახალი სასტუმრო კომპლექსი შუამთაში
Temur Bjania
„კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა ახალი...
TV მონიტორინგი
სასტუმრო კომპლექსი ახალ ბულვარში
ზაზა ძნელაძე
სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил