რძის პროდუქტების ექსპორტი - პოლიტიკოსები პროვოკაციაზე საუბრობენ


რძის და ყველის თემა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. 

მიზეზი რძის პროდუქტების მწარმოებელი 15 ქართული კომპანიისთვის რუსული ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებაა. მთავრობა ამტკიცებს, რომ ექსპორტზე ნებართვის მისაღებად შესაბამისი განაცხადი ქართველი მწარმოებლებისგან რუსეთში ორი წლის წინ გაიგზავნა, პასუხი კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მოსკოვთან სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოებაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე გაღიზიანებას არ მალავენ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნებიც. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი რძის და ყველის ექსპორტის თუ ავიამიმოსვლის აღდგენის თემების სწორედ ახლა, ომის პარალელურად გააქტიურებას რუსულ მიზანმიმართულ პროპაგანდად მიიჩნევს და გარე ჩარევით შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების მაღალ რისკებზე მიუთითებს. მსგავსი გამაფრთხილებელი გზავნილები ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების გამოსვლებშიც ისმის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან