საკანონმდებლო ინიციატივა

04.02.2025 06:39

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებათა პაკეტს, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ცვლილებათა ჩამონათვალი გრძელია. ძირითადად მოიაზრება ჯარიმების ზრდა, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის 60-დღიანი ვადის დაწესება. მკაცრდება მიდგომა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და საპროტესტო მანიფესტაციის მოწყობასთან დაკავშირებით. კიდევ რას გულისხმობს საკანონმდებლო პაკეტი და რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მას - თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: