ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო

08.03.2022 14:08

რამდენ ხანს მოუწევს განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ლოდინი - ევროპარლამენტში დისკუსია დაიწყო. სტრასბურგშია და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ხვდება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი. გზავნილები პოზიტიურია, რაც ქართულ მხარეს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. დეპუტატები თანხმდებიან, რომ ევროკავშირიდან აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასოცირებულ ქვეყნებს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, კანდიდატის სტატუსი კი რუსული აგრესიის ფონზე დროული პოლიტიკური ჟესტი იქნება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპარლამენტში პროცედურების დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობენ. პროცედურა კი ასეთია: ახლა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროკომისიამ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და შეაფასოს, რამდენად მზად არიან ქვეყნები შესაბამისი სტატუსის მისაღებად. იგულისხმება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი. ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ კი საბოლოო სიტყვა ევროკავშირის საბჭომ უნდა თქვას.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო
08:35

ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო
07:32

ევროკავშირში განაცხადების განხილვა დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ
02:33

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები
04:08

საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები
03:43

საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების  განაცხადების  განხილვა ევროკომისიაში
00:43

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანები...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

განაცხადების განხილვა ევროკავშირში
04:08

განაცხადების განხილვა ევროკავშირში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - განაცხადების განხილვა ევროკავშირში
07:39

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - განაცხადების განხილვა ევროკავ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო