კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა საქართველოში

25.01.2022 03:19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი რეკორდული მონაცემი დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 16 000-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში ძირითადად „ომიკრონ“ შტამი ცირკულირებს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სპეციალისტები ყოველდღიური სტატისტიკის ზრდას ელოდებიან და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მთავარი რეკომენდაცია ისევ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა. იმუნიზაციის ტემპის გაზრდის მიზნით, 50 წელს გადაცილებული აცრილი პირებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის პროგრამა მომავალ თვეშიც გაგრძელდება. ამავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, შესაძლებლობა აქვთ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ ერთჯერადად კიდევ 100 ლარი მიიღონ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს კოვიდ პასპორტების საკითხზეც ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით, პირველ არხთან საუბარში განმარტა, რომ მოხდა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია და რეალურად, მწვანე პასპორტების მიღებას არა უბრალოდ ყველა სიმპტომიანი ადამიანი, არამედ, კოვიდგადატანილი ის პირები შეძლებენ, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში ასახული არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

15 762 ინფიცირებული - „ომიკრონის“ გავრცელების ანტირეკორდი
06:15

15 762 ინფიცირებული - „ომიკრონის“ გავრცელების ანტირეკორდი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 879 გახდა
05:51

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა საქართველოში
00:24

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, რომელაგან 2-ის ინფიცირების  წყარო უცნობია
01:37

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, რომელაგან 2-ის ინფიცირების...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

COVID-19 - ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში
02:56

COVID-19 - ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა
00:25

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა

TV IMEDI

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
03:16

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
05:00

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო