პარლამენტმა ხვალ განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს

07.09.2019 07:11

პარლამენტმა ხვალ განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში მოუსმინეს. დღეს გიორგი გახარიამ „პატრიოტთა  ალიანსი - სოციალ დემოკრატების“ წარმომადგენლებისა და საკუთარი გუნდის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

20-21 ივნისის მოვლენები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და პრობლემების მოგვარების გზები, ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა და საგარეო კურსი - ეს იყო მთავარი საკითხები, რასაც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის კითხვები ეხებოდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ პრემიერობის კანდიდატს ყოფილი ხელისუფლების დასჯა და სამართლიანობის აღდგენაც მოსთხოვა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog