ხორბლის გადამზიდავების პროტესტი


ხორბლის გადამზიდავები ფინანსთა სამინისტროს ულტიმატუმს უყენებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ერთსაათიან ვადას იძლევიან იმ ბრძანების გასაუქმებლად, რომლის მიხედვით ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოტრანსპორტით იკრძალება და მხოლოდ სარკინიგზო ან საზღვაო გზით ხდება ნებადართული.

მძღოლების გამოსვლების შემდეგ სამინისტრომ სადავო ბრძანების ამოქმედება წლის ბოლომდე გადაავადა, თუმცა ეს წინადადება მარცვლეულის გადამზიდავებისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან