დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება

11.01.2020 01:26

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გრიპის ვაქცინის მარაგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4 000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია. ამირან გამყრელიძე ორსულებსა და დიაბეტით დაავადებულ პირებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. მიმდინარე კვირის ახალ მონაცემებს ცენტრი ორშაბათს გამოაქვეყნებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: