საარჩევნო მოდელი და დიალოგის მეოთხე რაუნდი
კონსენსუსი არ არსებობს, დიალოგი გრძელდება. სამი უშედეგო რაუნდის შემდეგ ოპოზიცია ახლა ხელისუფლებისგან ელოდება ახალ შეთავაზებას. საარჩევნო მოდელზე სასაუბროდ მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან სავარაუდოდ, პარასკევს კიდევ ერთხელ დასხდებიან. ე. წ. გერმანული მოდელის შემდეგ მმართველმა გუნდმა ის წინადადებაც დაიწუნა, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემაში ცვლილებას, ანუ მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას გულისხმობდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას და საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო დიალოგს სთავაზობს. თუმცა, კანონთან ერთად ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლასაც ითხოვს. შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ შექმნილ ვითარებაში მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მრავალმანდატიანი საარჩევნო მოდელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა და დაანონსებული დიალოგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ დაარეგისტრირა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას დასახავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საარჩევნო მოდელი და უმრავლესობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ელჩის განცხადება და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster