თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება

11.05.2022 03:48

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. სტუდენტები ითხოვენ, რომ სწავლა ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს. რექტორთან შეხვედრა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს. შეგახსენებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ უარი განაცხადა ბრძანების შეცვლაზე, შესაბამისად, სწავლა , უნივერსიტეტში მხოლოდ სააუდიტორიო მეთოდით გაგრძელდება. სტუდენტებმა რექტორს გადაწყვეტილების შესაცვლელად ვადა სამუშაო დღის ბოლომდე მისცეს. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: