კონგრესმენების ვიზიტი და გზავნილები

22.04.2022 08:13

უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს მხარდაჭერა და რუსეთის აგრესია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-ის დელეგაციის შეხვედრებზეც. ამერიკელმა კონგრესმენებმა ვიზიტი უკვე დაასრულეს. კანონმდებლები დღეს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რეფორმების გაგრძელება კონგრესმენების მთავარი მოწოდებაა. საგარეო გამოწვევებთან და ომის ფონზე გაუარესებულ რეგიონულ უსაფრთხოებასთან ერთად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა დახურულ შეხვედრაზე დელეგაციას შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. დელეგაციამ, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის მიმართ მყარი ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო