დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

20.01.2020 01:23

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორი კვლავ დიპლომატიური კორპუსია. უცვლელია მოლაპარაკების თემაც. მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობს თუმცა, მოლოდინი, რომ ამ საკითხზე შეთანხმება შედგება, მმართველი პარტიის ოპონენტებს არ აქვთ. უცვლელი წინადადებით მიდის შეხვედრაზე უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ ინიციატივა ასეთია -  50 მაჟორიტარს პლუს პროპორციული სისტემით არჩეული ასი დეპუტატი. ეს წინადადება ოპოზიციისთვის მიუღებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო