შოთიკო ვართუმაშვილის უმძიმესი მდგომარეობა

08/23/2018
Mother's hands-ის მიერ

შოთიკო ვართუმაშვილს 2 წლის წინ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა მანქანა და მას შემდეგ ტვინის ძლიერი დაზიანებით და მრავლობითი ტრამვებით საწოლს არის მიჯაჭვული. მისი ერთადერთი მომვლელია მოხუცი ბებია, და 19 წლის ძმა... მამა 9 წლის წინ გარდაეცვალათ სიმსივნით, ხოლო დედა ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირია და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობას სათანადოდ ვერ მიხედა და ძალიან დამძიმდა, ამიტომ მშობლებმა წაიყვანეს მოსავლელად... სულისშემძვრელია ის გარემოება, რომ დედამ არც კი იცის შვილი საწოლს მიჯაჭვული რომ ჰყავს და უფრო მეტიც, მას არც კი ახსოვს მეორე შვილი თუ ჰყავს საერთოდ, რადგან ორი წელია შოთიკო არ უნახავს და ნელნელა დაავიწყდა მისი არსებობა, იცის რომ მხოლოდ ერთი შვილი ყავს, 19 წლის დათო.... (((( ბიჭებს რამდენიმე თვეა სახლიც დაეწვათ და ხანძრისგან დაზიანებულ შენობაში უწევთ ცხოვრება, სოციალური არ აქვთ, რადგან თურმე პროგრამამ ქულები ისე დაითვალა, რომ მაღალი გამოვიდა და არ ეკუთვნით (((( მათი ერთადერთი სტაბილური შემოსავალია პენსია.... და დროდადრო დათოს მიერ გამომუშავებული თანხაც ემატება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან დაკავშირებით, რაც შოთიკოს სჭირდება (( მისთვის აუცილებელია 24 საათიანი სპეციალიზირებული მოვლა, რომელიც 50 ლარი ღირს, დაბლენდერებული საკვები, რადგან ზონდით იკვებება, უამრავი ჰიგიენური საშუალება და მედიკამენტები... კიდევ უამრავი რამე შეიძლება დაიწეროს, მაგრამ შევეცადე ძირითადი ინფორმაცია მოკლედ მომეწოდებინა... პარასკევს ვაპირებთ გორში წასვლას შოთიკოსთან და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ შეომგვიერთდეთ, ან საკვები, პამპერსი და რასაც შეძლებთ, გაგვატანოთ... ან შეძლებისდაგვარად შეგვეწიოთ თანხით, 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის... ((
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ \"დედის ხელები\"
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტიდან
http://mothershandscare.com
დანიშნულებაში მიუთითეთ შოთიკო