ოპოზიციის გეგმები

03.04.2021

ევროკავშირის მედიაციით გამართული ორი უშედეგო რაუნდისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს კონსულტაციებისთვის პირველად შეიკრიბებიან. შეხვედრის ადგილი ამჯერად „ლეიბორისტების“ ოფისია, სადაც ხელისუფლების ოპონენტები, სავარაუდოდ, სამომავლო ქმედებებზე იმსჯელებენ. ამ დროის ინფორმაციით, ოპოზიციის გეგმები აქციების გამართვასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. პოლიტიკოსები მოსახლეობასთან შეხვედრებსაც აპირებენ. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნების გარეშე, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციის თანხმობა არ ექნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: