საქართველოს სასურსათო მარაგების დეფიციტი არ აქვს


ბოლო დღეებში შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე სასურსათო პროდუქტებზე ფასები მკვეთრად არის გაზრდილი. ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში ზოგიერთი პროდუქტი დღესაც არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა დისტრიბუტორი კომპანიები და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები სურსათის დეფიციტს კატეგორიულად უარყოფენ და უახლოეს საათებში მაღაზიების ახალი მარაგებით შევსების პირობას დებენ. სწორედ წინა დღეებში გაზრდილი მოთხოვნის და მოქალაქეთა მხრიდან მოცულობითი მარაგების პანიკური შესყიდვა სახელდება სასურსათო პროდუქციის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად. მაღაზიების დახლებთან რიგები დღეს შედარებით შემცირდა, თუმცა აჟიოტაჟი მაინც შეიმჩნევა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან