ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

01.03.2022 08:47

საქართველოდან უკრაინის ელჩი კიევში კონსულტაციებისთვის არის გაწვეული. ზელენსკი გადაწყვეტილებას ორი ფაქტორით ხსნის - იმ თვითმფრინავის არმიღებით, რომელსაც უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად თბილისიდან მიმავალი ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა წაეყვანა და სანქციებზე პრემიერის განცხადებებით, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს. ორივე თემა საქართველოში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად იქცა. ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გამტარებელი პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი უკრაინაში ქართველი მოხალისეების ორგანიზებულ და სპეციალური თვითმფრინავით გაგზავნას ომში ჩართვად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ყოფილი მმართველი პარტია ახლა ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციად ფასდება გუშინ დაგეგმილი ჩარტერული რეისიც. მთავრობისთვის, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ელჩის გაწვევა გაუგებარია და კითხვებს აჩენს. ამ კონტექსტში სახელდება სხვა ქვეყნების მაგალითებიც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია
00:41

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები
08:25

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება
02:37

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 31 მარტი, 2022 #LIVE
01:05:15

#მოამბე 21 საათზე, 31 მარტი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა - პოლიტიკური შეფასებები
07:48

უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება - გამოხმაურება თბილისში
03:48

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება - გამოხმაურება თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
08:24

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

TV IMEDI

ზელენსკიმ საქართველოდან  ელჩის გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა- პოლიტიკური შეფასებები თბილისში
05:27

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის განკარგულებას ხელი მ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო