ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა

04/20/2019
Maestro Television-ის მიერ

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი იყო. საცხოვრებელი სახლი მთლიანადაა განადგურებული. მეპატრონის თქმით, უცნობმა პირმა ეზოშო ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 187 მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან