განაცხადები ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი გრძელდება. განცხადების მიღება გუშინ დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ერთი მსურველია რეგისტრირებული. საკონკურსო კომისიის წევრები აქტიურობას ბოლო ორი დღის განმავლობაში ელოდებიან. ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველების რეგისტრაციის ვადა სამშაბათს იწურება. ამის შემდეგ კომისიას 2 დღე ექნება, რომ თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და არაუმეტეს სამი კანდიდატი შეარჩიოს და პრეზიდენტს წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მათ გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს უკვე პარლამენტს წარუდგენს. გასულ თვეში მიღებული საარჩევნო ცვლილებების მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ხუთი წლის ვადით არჩევას საკანონმდებლო ორგანოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობა, ანუ 100 ხმა სჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით დაამტკიცებენ, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვსი თვე იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების მიღება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 22 საათზე, 2 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განაცხადი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster