„NIMD\"-ის დემოკრატიის სკოლის კურსთამთავრებულებმა ორგანიზაციის თელავის უნივერსიტეტის შენობიდან გასვლა გააპროტესტეს და უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართეს. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. „NIMD\"-ის კურსდამთავრებულთა თქმით, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ფართის უქონლობაა, თუმცა მათივე თქმით, ამ დროისთვის უნივერსიტეტში დემოკრატიის სკოლის გარდა ორი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთაც ფართის დატოვების შესახებ ბრძანება არ მიუღიათ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციასა და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადა ამოიწურა, ფართის დაკავებას კი უმაღლეს სასწავლებელში რეგენთა საბჭოს და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით იღებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13uPrJv
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13uPrJv