შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად " - ეს წლევანდელი დევიზია. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა. ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს. საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული. უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1 989 გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები