სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში აღარ იმყოფება.

დაკავებიდან 39-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის. 

რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფაქტს სასიკვდილო განაჩენად და სამხედრო სპეცოპერაციად აცხადებს. სააკაშვილის თანაგუნდელების და ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, ციხის სამკურნალო დაწესებულებას მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევა არ შეუძლია, ცალკე გამოწვევად სახელდება უსაფრთხოების ფაქტორი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან