მთავრობა რაჭაში ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებთან ადგილობრივებს მიწებს ართმევს

07/16/2022

https://mtisambebi.ge/ - რაჭაში, დავით ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებთან ახლოს ადგილობრივებს მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს ართმევენ. ვისაც მიწა საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებად აქვს რეგისტრირებული, მათ წინააღმდეგ პროკურატურამ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ვინც ახლა ითხოვს რეგისტრაციას, მათ უარს ეუბნებიან. პროკურატურის მოთხოვნით სოფელ უწერაში 20-ზე მეტ ოჯახს სასამართლომ მიწის ნაკვეთები უკვე დაუყადაღა. გამოძიება რაჭის სხვა სოფლებსაც მოიცავს. რაჭველები დახმარებას უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან ითხოვენ.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან