ლარის კურსი

11.06.2024 02:00

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.86 შეადგინა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ინტერვენციის მიზანია, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება. „ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ, საფინანსო სექტორის მიერ წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: