„ლელო“ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება


„ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე გაძლიერდება, სანამ არ დაინახავენ ხელისუფლების მხრიდან იურიდიულად დამტკიცებულ დოკუმენტს კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პარტიის მხრიდან გაძლიერდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა აჩვენონ მათ ხალხის ნება - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

აგრეთვე, პარტია „ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები, მათ შორის პარტია „გირჩი  - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან