საქართველო 1918-1921 წლებში

08/10/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, გაიმართა ანდრო კაჭარავასა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის\" პრეზენტაცია.

წიგნის დაწერის იდეა ამერიკაში მოღვაწე ექიმს ანდრო კაჭარავას ეკუთვნის და იგი თავისუფალი საქართველოს ისტორიას ეძღვნება. ცნობილი ისტორიკოსის ალექსანდრე დაუშვილის თანაავტორობით, ნაშრომში ასახულია საქართველოს ისტორიის მეტად რთული პერიოდი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თავისუფალი საქართველოს საგარეო პოლიტიკას - დამოკიდებულებას თურქეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და „ანტანტის\" ქვეყნებთან. კარგადაა ნაჩვენები, თუ რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო რუსეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში.

ნაშრომში მდიდარი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის გააზრების საფუძველზე და უახლესი მასალების გათვალისწინებით, პოპულარული ფორმით გადმოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის, მისი პოლიტიკური განვითარების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის საინტერესო და დრამატული ისტორია.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის და ეძღვნება ყველა იმ მამულიშვილის ხსოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

http://www.mcs.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან